www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 2 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება ვაკანსია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება;
** პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
** შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი შესყიდვების მიმართულებით;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის უნარი;
** ინგლისური, რუსული ან თურქული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru