www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი - ოზურგეთი
მომწოდებელი: Europe Bet
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

Europebet.com 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მისცეს მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია თანამშრომლის პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ. 2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი მალტაზე). ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია ევროპაბეთი ქ. ოზურგეთში ხსნის ახალ სათამაშო აპარატების სალონს (სლოტ-კლუბი) და აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ოზურგეთი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საოპერაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულება;
** ფილიალის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული საჭიროებების დარეგულირება;
** კომპანიის იმიჯის/მომსახურების სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დარეგულირება;
** თანამშრომლების სამუშაო დროის და დისციპლინის კონტროლი;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სრული უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის/ეკონომიკის მიმართულებით.
** მმართველ/მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აზარტული თამაშების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ორგანიზატორული და მენეჯერული უნარები;
** მიღებული დავალებების მიმართ მოქნილობა და კრიტიკისა და კონტროლის მიმართ მიმღებლობა;
** აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პიროვნებების მიმართ ლოიალურობა და მათ მიმართ პოზიტიური/არაკრიტიკული დამოკიდებულება;
** წარმატების მიღწევის მოტივაცია და პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური დამოკიდებულება თანამშრომლებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 25 მარტამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე Vacancy@europe-bet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მენეჯერის თანაშემწე" წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru