www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტის ასისტენტი
მომწოდებელი: ექსპრეს კრედიტი
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

"ექსპრეს კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს საათები: 15:00-22:30

ფუნქციები და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება;
** მიმდინარე გადახდების მონიტორინგი;
** სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@expresscredit.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. კონკურსის ეტაპები: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს: http://www.expresscredit.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru