www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე
მომწოდებელი: IFAD
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD) მიიღო სესხი და გრანტი (IFAD Loan #: 2000000778; IFAD Grant 2000000248) სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის (AMMAR) დასაფინანსებლად და განზრახული აქვს სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი სამუშაოებისთვის:

კონტრაქტით # AMMAR/CW/2017/09 - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მდ. პატარა ლიახვის კალაპოტის ნაპირსამგრი სამუშაოები.

1. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი (AMMAR) იწვევს საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მქონე იურიდიულ პირებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად. კონტრაქტის ხანგრძლივობაა 4 თვე.
2. კონტრაქტის/კონტრაქტების მინიჭებისათვის კონკურსის მონაწილეებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საშუალო წლიური მოცულობა ეროვნულ ვალუტაში - 2,800,000 ლარი დღგ-ს ჩათვლით
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გენერალური კონტრაქტორის როლში მინიმუმ 1 ანალოგიური ხასიათის და სირთულის, მინიმუმ 700,000 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების სამუშაოთა ჩატარების გამოცდილება (ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სამუშაოები არა ნაკლებ 70%-ით უნდა იყოს დასრულებული), რომლის ფარგლებში ჩატარდა არანაკლებ ფლეთილი ქვით ბერმის მოწყობის 7,000 მ3 და გაბიონის 1,000 მ3 სამუშაოები.
- კონკურსის მონაწილის ლიკვიდური აქტივების და/ან თავისუფალი საკრედიტო რესურსის (სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების გამოკლებით) მინიმალური ოდენობაა - 350,000 ლარი.

3. ქართულ ენაზე საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა დაინტერესებულ კონკურსანტებს შეუძლიათ 2017 წლის 6 მარტიდან (ყოველდღე 12:00-დან 16:00 საათამდე) ქვემოთ მითითებულ მისამართზე წარდგენილი წერილობითი მოთხოვნისა და ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე 50 ლარის ოდენობის დაუბრუნებადი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე.

გადახდა უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვით შემდეგ რეკვიზიტებზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: TRESGE22;
ანგარიშის ნომერი / სახაზინო კოდი: 302004400;
გადახდის დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ სადეპოზიტო ქვე-კოდი -4411.

4. საკონკურსო წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების გახსნის დღიდან 90 დღის განმავლობაში და მას უნდა ახლდეს საკონკურსო წინადადების საბანკო გარანტია (გამოშვებული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მოერ) საკონკურსო წინადადების ღირებულების არანაკლებ 1%-ის ოდენობით. გარანტია უნდა იყოს გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ვადით და ფორმის მიხედვით. საკონკურსო წინადადება უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2017 წლის 30 მარტის 12:00 საათისა, როდესაც ისინი გაიხსნება დასწრების სურვილის მქონე კონკურსანტების თანდასწრებით.

5. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება და კონკურსში მონაწილეებს დაურუნდებათ გაუხსნელი.

მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის № 6, მე-3 სართული, ოთხაი 309
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD)
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი (AMMAR)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru