www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩინდაიზერების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩინდაიზერების სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG,როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწრაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ძირითადი მოვალეობები:

** მარშრუტების შედგენა მერჩენდაიზერთათვის და მონიტორინგი.
** სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის განთავსების მონიტორინგი.
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა.
** შემუშავებული სტანდარტების განხორციელება და კონტროლი.
** კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და ქსელში რეალიზება.
** რეპორტინგის წარმოება მის უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-30 წელი.
** უმაღლესი განათლება
** ორგანიზებულ საცალო ქსელში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია გაყიდვების, თრეიდმარკეტინგის ან მერჩინდაიზინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** პროდუქციის პრეზენდაციის უნარი. (ზეპირსიტყვიერი და წერილობითი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური და რუსული ენების მცოდნე კანდიდატერბს.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი.
** მიზანდასახულობა.
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com

გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru