www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამორინე ამბასადორი
გამოქვეყნდა: 3 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

კაზინო "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას გოგონებისთვის დილერის თანამდებობაზე.

ასაკი 18 -35 წლის.

საჭირო უნარები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** იცოდეს კაზინოში მიმდინარე ყველა თამაშის წესები და შესაბამისი გადახდები.
** იცოდეს თითოეული თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურები.
** დაიცვას მისი პოზიციისთვის დაწესებული ყველა დისციპლინარული, ეთიკური და ჰიგიენური ნორმები.
** სამსახურში გამოცხადდეს გრაფიკით დადგენილ დღეებსა და საათებში.
** უზრუნველყოს, რომ ყველა გაკეთებული ფსონი იყოს მინიმალურ და მაქსიმალურ ლიმიტში.
** ბანქოს მაგიდებთან იმოქმედოს კაზინოს დადგენილი სახელმძღვანელოს მიხედვით.
** გადაცვალოს ფული ჩიპებად და პირიქით.
** საჭიროების შემთხვევაში შეახსენოს მოთამაშეებს თამაშის წესები.
** აწარმოოს ფსონების ზუსტი ანალიზი, მოთამაშეების მოგება / წაგება.
** თავისი თავაზიანობით შექმნას სასიამოვნო და გასართობი ატმოსფერო მოთამაშეებისთვის.
** ნებისმიერი უკანონო აქტი მოახსენოს თავის ზედამხედველს.
** შეასრულოს ტექნიკური და ფუნქციური სათამაშო მოვალეობები, რაც გაწერილია კაზინოს მენეჯმენტის მიერ.
** შეეძლოს კაზინოს აღჭურვილობასთან მუშაობა. (ბანქო, სათვალავი (ფიშკები) შაფლი, ჩიპ-მანქანები და სხვა)
** პასუხისმგებელი იყოს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე.
** პასუხისმგებელია ბანქოს და ჩიპების ყუთი ქონდეს მუდმივად მოწესრიგებული,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.casino და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru