www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ყვარლის სარდაფი
გამოქვეყნდა: 4 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

შპს "ყვარლის სარდაფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სააღრიცხვო დოკუმენტაციის დახარისხება, არქივაცია და შენახვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
** მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური ანგარიშსწორების რეგულირება (კრედიტორებთან დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; დებიტორებთან ანგარიშსწორების დროულად აღრიცხვის უზრუნველყოფა;)
** გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ფინანსების განხრით)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური საშუალოდ / რუსული (საუბარი, წერა, კითხვა) თავისუფლად
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: kvarelicellar.hr@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრება გაიმართება რუსულად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru