www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების სპეციალისტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: eLoan
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

Eloan.ge არის ონლაინ სესხების კომპანია, რომელიც საქართველოში მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს პროფესიონალურ, ეფექტიან და სწრაფ ფინანსურ მომსახურებას. კომპანია დაარსებულია საბანკო სექტორის გამოცდილი პროფესიონალების მიერ. გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, კარიერული ზრდა თანამშრომლებისთვის, ხანგრძლივი ურთიერთობები მომხმარებლებთან და სასიამოვნო სამუშაო გარემო ის ფასეულობებია, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი კომპანია.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: პრობლემური სესხების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები

სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
დასვენება: შაბათი-კვირა

მოვალეობები:

** პორტფელში არსებულ მსესხებლებთან დაკავშირება
** მოლაპარაკებების წარმოება
** საკონტაქტო ნომრების მოძიება
** მისამართებზე ვიზიტი
** საჭიროების შემთხვევაში პრობლემური მოვალეების მიღება და კომუნიკაცია
** ვალის ამოღების კონტროლი
** ინფორმაციასთან მუშაობა მონაცემთა ბაზაში
** მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშების შედგენა.

მოთხოვნები:

** პრიორიტეტულად ჩაითვლება იმ კანდიდატების განცხადებები, რომლებსაც გააჩნიათ ძალოვან სტრუქტურაში და მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომკიური/იურიდიული)
** კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Word, Excel)
** უპირატესობად ჩაითვლება რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
** ასაკი 30 წლიდან ზევით
** სასურველია მართვის მოწმობის და ავტომობილის ყოლა

პიროვნული თვისებები:

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** პრიორიტეტების განაწილების უნარი
** პრობლემების ანალიზისა და მათზე რეაგირების უნარი
** ცვლილებებთან სწრაფი ადაფტაციის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: საბონუსე, ამოღებული თანხის მიხედვით (ამოღებული თანხის 18 % )

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ( CV ) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Vano.Sabashvili@eloan.ge 2017 წლის 2 აპრილამდე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru