www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: 1click.ge
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

1click.ge (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტი") თანამშრომლობისთვის იწვევს ენერგიულ, პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებიც კომპანიის ფუნქციონირების საწყისი ეტაპებიდანვე შეუერთდებიან გუნდს და განვითარდებიან მასთან ერთად.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.1click.ge

1click.ge აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

პრობლემური სესხების მართვის სპეციალისტი უზრუნველყოფს კომპანიის კლიენტების მხრიდან ვადაგადაცილებული სესხების დროულ და სრულ დაფარვას, სატელეფონო და პირადი კომუნიკაციის საშუალებით.

ფუნქციები:

** ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან სატელეფონო და პირადი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება;
** ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** ვადაგადაცილებული მსესხებლებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
** საკრედიტო ან პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარები;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნულ ვაკანსიაზე განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს მიერ გამოგზავნილ CV-ს, თანდართულ დოკუმენტაციას, სამოტივაციო წერილს, თუმცა არ შემოიფარგლება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დაცულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან შესაძლოა დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანხმობას გამოხატავთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ნებისმიერი საშუალებით შეგროვდეს, შენახულ იქნეს და დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@1click.ge 2017 წლის 30 მარტამდე. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით კომპანია "ფინპორტის" ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru