www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი-სომელიე
მომწოდებელი: ღვინის კომპანია შუმი
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

ღვინის კომპანია შუმი არის ერთ-ერთი ლიდერი ქართული ხარისხიანი ღვინოების მწარმოებელთა შორის. კომპანიას ესაჭიროება მიმტანი-სომელიე ღვინის ბარ-მაღაზიაში სამუშაოდ. დასაქმებულ კანდიდატს ჩაუტარდება სწავლება ღვინის სფეროში.

სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობა ცვლებში
სამუშაო ადგილი: თბილისი, შარდენის ქუჩა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ღვინის ბარათის და მასში შემავალი სასმელების ზედმიწევნით ცოდნა
** მენიუს ჩამონათვალში შემავალი დასახელებების და მათი შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობისა და პოზიტიური კომუნიკაციის წესების დაცვა
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა და საჭიროების შემთხვევაში მათთვის დახმარების/კონსულტაციის გაწევა
** სუფრის გაწყობა (მაგიდების მომზადება)
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება
** სტუმრის წასვლის შემდეგ მაგიდის ალაგება და მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად
** სტუმრების მომსახურების სივრცეში ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** პირადი ჰიგიენისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა, მოწესრიგებული გარეგნობისა და უნიფორმის ქონა
** მის სამუშაო ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ღვინის სფეროში ცოდნა და გამოცდილება სასურველია
** სასაუბრო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მომსახურების სანიმუშო მანერები
** გაყიდვების უნარი
** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელობა
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ფიზიკური გამძლეობა
** სასურველია იყოს არამწეველი
** ასაკი: 18 - 35 წელი

დამატებითი მოთხოვნები:

** პატიოსნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა
** პოზიტიური განწყობა
** ინიციატივიანობა

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: service@shumi.ge და სათაურად მიუთითოთ "მიმტანი-სომელიე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru