www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ბიომედიკა
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "Heel"-ის ოფიციალური წარმომადგენლი საქართველოში, შპს "ბიომედიკა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** ბუღალტრული და შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია ქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: pharmacist.vacancy@bk.ru და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (ფარმაცევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru