www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონტაჟის კურსები: Adobe Premiere Pro CS6; After Effects
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ვიდეომონტაჟის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებს: Adobe Premiere Pro CS6 ; After Effects

პროგრამები განკუთვნილია ვიდეომონტაჟის შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის; ვისაც სურს დასაქმდეს ტელევიზიებში, სარეკლამო სააგენტოებში, ციფრული ტექნოლოგიებით მომუშავე სტუდიებში, ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავებულნი არიან სარეკლამო და მედია ტექნოლოგიებით.

1. Premiere Pro CS6:

სასწავლო კურსის შინაარსი:

** Adobe Premiere Pro CS6 - სამუშაო სივრცის განხილვა: ინტერფეისის ძირითადი ელემენტები და მართვა; პროგრამის მენიუს პუნქტებისა და ინსტრუმენტების პანელი.
** პროექტის ფანჯარა PROJECT; ბრძანებათა მენიუ WINDOW ; კომპოზიციის ფანჯარა MONITOR; დროის შკალის ფანჯარა TIMELINE; ახალი პროექტის პარამეტრების შექმნა; ვიდეო და აუდიო მასალის იმპორტირება; სამონტაჟო არეში მასალის განთავსება და მოწყობა; კლიპის ხანგრძლივობის და სიჩქარის შეცვლა; კლიპის საკვანძო ადგილებთან მუშაობა; კლიპების ურთიერთგადასვლის ეფექტები; სტოპ კადრი. შენელებული კადრი, აჩქარებული კადრი, შემოტრიალებული კადრი; კლიპების რედაქტირება; ვიდეო რგოლზე ეფექტების დამატება; სპეცეფექტების კლასიფიკაცია; სპეცეფექტების დამატება; EFFECT CONTROL ის ფანჯარაში დინამიკურ ეფექტებთან მუშაობა; გამჭვირვალე ეფექტის შექმნა; გადასვლის ეფექტებთან მუშაობა; ფერების სწრაფი კორექცია; ნიღბების შექმნა და მართვა; აუდიო მონტაჟი; აუდიო მიქსერი; ხმისა და ვიდეო კლიპის განცალკევება; ხმის ჩაწერა და რეგულირება; ხმის ეფექტები.
** ტიტრების შექმნა TITLE DESINGER ფანჯრის პარამეტრები; ტიტრების შაბლონების გამოყენება. მორბენალი ტიტრების შექმნა; ტიტრების სტილების შექმნა და შენახვა; ფილმების ექსპორტი; ფილმის ცალკეული ელემენტების ექსპორტი; ფილმის მონტაჟი ტიტრების, აუდიო და ვიდეო ეფექტების გამოყენებით.

კურსდამთავრებული შეძლებს:

Adobe Premiere Pro - პროგრამის გამოყენებით: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული ვიდეო-მასალის მონტაჟს, არჩეული კადრების რედაქტირებას, ეფექტებით ფილტრაციას, აუდიო ბილიკების რეგულირებას, ტონალობების ზედაპირულ შესწორებას, გასუფთავებას, ხმის, გამოსახულების სინქრონიზაციას; გახმოვანებას და მხატვრულ გაფორმებას ეფექტების გამოყენებით.

** კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია
** ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
** ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში 1.30წთ.
** ღირებულება: ინდივიდუალურად - 300 ლარი
** 2-3 კაციან ჯგუფში 280 ლარი

2. After Effects

სასწავლო კურსის შინაარსი:

პროფესიონალური კურსი: ინტერფეისი, პანელი Project, Timeline, Time Controls. ვიდეოფაილების პროგრამაში შემოტანა, კომპოზიციის პარამეტრები, ანიმაციის ზოგადი პარამეტრების დაყენება, ფენები, ვიდეოფორმატები, ეფექტები, ხმის ზოგადი პარამეტრების დაყენება, ტექსტი,
3D max - განზომილებაში მუშაობა, ვიდეო კლიპების ექსპორტი.

კურსდამთავრებულები შეძლებს: შექმნას ნებისმიერი ხანგრძლივობის და ჟანრის (მუსიკალური, სარეკლამო და ა.შ.) ვიდეორგოლი/ფილმი.

** კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია
** ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
** ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში 1.30წთ.
** ღირებულება ინდივიდუალურად - 350 ლარი
** 2-3 კაციან ჯგუფში 330 ლარი

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

შესაძლებელია გაიაროთ საათობრივი კონსულტაციები
ერთი კონსულტაცია ინდივიდუალურად - 25 ლარი

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru