www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს პროცესების მართვის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა - აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვის ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** ბიზნეს პროცესების აღწერა/დოკუმენტირება;
** ბიზნეს პროცესების შესრულების კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
** ბიზნეს პროცესების გადატანა ERP სისტემაში;
** ტექნიკური დავალებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით;
** სასაწყობე მეურნეობასთან მუშაობის გამოცდილება;
** სადისტრიბუციო და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პედანტურობა, აკურატულობა;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არაუგვიანეს 2017 წლის 6 აპრილისა (18:00 საათი). გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru