www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: BE Reklam
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

საერთაშორისო სარეკლამო ონლაინ ქსელი "BE Reklam" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

საერთაშორისო სარეკლამო ონლაინ ქსელი საქართველოს სარეკლამო ბაზარზე გთავაზობთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას, თქვენი პოტენციალის გამომჟღავნების და მზარდ ანაზღაურებასთან ერთად, წარმატებული კარიერის დაწყების საშუალებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება
** ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 11:00-14:00.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირიდან 1 თვემდე (კვალიფიკაციის და მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და შედეგების შესაბამისად ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: cv@breklam.com. აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი).

განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 3 აპრილი, 2017 წ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru