www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შარდენის ქუჩა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 30-დან 40 წლამდე
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რესტორნის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე
** კანდიდატმა წარმოადგინოს ინფორმაცია რესტორნის სფრეროში წარმატებული პროექტის განხორციელების შესახებ.
** კანდიდატებმა უნდა იცოდნენ კლიენტთა მომსახურების წესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სანიტარული ნორმები და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები, ნორმატიული აქტები და სტანდარტები საზოგადოებრივი კვების სფეროში. გამოცდილება რესტორნის მშენებლობისა და მუშაობის პროცესში ყველა საჭირო ლიცენზიისა და ნებართვის გაფორმებაზე (ალკოჰოლი, ტერასა, არქიტექტურა და სხვა). ასევე, სალაროს დისციპლინის და ფასწარმოქმნის პრინციპების ცოდნა. მენეჯერი საქმის კურსში უნდა იყოს რესტორნის ყველა განყოფილების მუშაობის პრინციპის შესახებ, უნდა ფლობდეს სპეციალიზირებულ საბუღალტრო პროგრამას, ესმოდეს რესტორნის სფეროს მარკეტინგი, ვაკანსიებზე კადრების შერჩევის პროცესი და მათთან გასაუბრების წარმოების ცოდნა, მოლაპარაკებების წარმოება, ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

აუცილებელი მოვალეობები:

** სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი, ასევე დაპროექტებაში მონაწილეობის მიღება.
** რესტორნის საქმიანობის ოპერატიული მართვა;
** სამუშაო სტანდარტების/რეგლამენტის შემუშავება;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** კერძების მომზადების ტექნოლოგიების დაცვის კონტროლი;
** მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა;
** რესტორნის მიერ დადგენილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა
** ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა გასავალსა და შემოსავლებზე
** ფასების პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია
** ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების კონტროლი
** პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და მართვა
** შესყიდვების დაგეგმვა, ურთერთობების დალაგება მომწოდებლებთან;
** ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი
** ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
** რესტორნის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** ობიექტის სანიტარული მდგომარეობის კონტროლი
** შემმოწმებელ და ნებართვის გამცემ ინსტანციებთან ურთიერთობის ცოდნა.
** ანგარიშგების წარმოება.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: davidgelbakhiani@gmail.com ან giorgobiani0505@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru