www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი, დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო პიაცა
გამოქვეყნდა: 8 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

სასტუმრო "პიაცა" აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის და დამლაგებლის პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა
** სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა
** სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერების წარმართვა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 40 წლამდე
** უმაღლესი განათლება სასურველია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

2. დამლაგებელი

ძირითადი ვალდებულებები:

** როგორც სასტუმრო ოთახების დალაგება, ასვე სასტუმროს დანარჩენი ტერიტორიის დასუფთავება;
** ე.წ. "check out"- ის დროს ოთახების დეტალური შემოწმება და აღმოჩენილი დარღევევის შემთხვევაში ადმინისტრატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
** გენერალური მენეჯერისა და ადმინისტრატორის მითითებების ზუსტად შესრულება;
** სასტუმრო ოთახებში არსებული მინი-ბარების კონტროლი;
** დამლაგებლებისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაციის/ფორმების შევსება;
** სასტუმროს შინაგანაწესით დადგენილი ყველა წესის ზედმიწევნითი შესრულება.

უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გაწონასწორებული და მშვიდი

ელ-ფოსტა: hotelggt@gmail.com
ტელ: 599 74 73 88 სანდრო



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru