www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსები გაძლიერებულ ექსელსა და საოფისე პროგრამებში
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 8 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი - GCEC" აცხადებს შემდეგ ტრენინგებს:

1. ტრენინგი გაძლიერებულ ექსელში

საკითხები:

** უჯრებში მონაცემების შეყვანა და რედაქტირება; უჯრებში ფორმულების შეყვანა და რედაქტირება; სამუშაო წიგნის შენახვა და განახლება; ფონტები, ავტომატური შევსება და განლაგება; ინფორმაციის პაროლით დაცვა. ფარდობითი და აბსოლუტური მისამართები, ავტოფორმულები, პრაქტიკული ამოცანები: პროპორციული განაწილება, ფულის გადახურდავება.
** ფუნქციები: IF, IF+IF, SUMIF,SUMIFS, Trunc, IfError,Caunt, Caunta, CountBlank, CauntIF, Average, AverageIF;
** ლოგიკური ფუნქციები: OR, AND, NOT და მათი კომბინაციები; პრაქტიკული ამოცანები: შეკვეთებისა და შესყიდვების აღრიცხვა და დავალიანებების კონტროლი;
** თარიღის ფუნქციები: Date&time კატეგორია - Days360, ToDay(),Now,Weekday, Month, Year, Date, Time... პრაქტიკული მაგალითები: საწყობში საქონელზე ვადის გასვლა, დინამიკური ყოველდღიური მორიგეობის ცხრილის აგება. ხელშეკრულებაზე ვადის გასვლა და საურავის დარიცხვა. პრაქტიკული ამოცანები თარიღის ფუნქციებით - ასაკის გამოთვლა და ანგარიშები (Raports) თვეების მიხედვით;
** ცხრილებთან მუშაობა, ავტოფილტრი და გაფართოებული ფილტრი, ფილტრი ფერით, ფილტრი ტექსტურ და რიცხვით ველებზე; სორტირება ერთი ან რამდენიმე ველის მიხედვით. პრაქტიკული მაგალითები: სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
** დიაგრამები, მათი სტილები: ხაზოვანი, წრიული, სვეტოვანი; დიაგრამების ფორმატირება: ფერი; სისქე, მეორადი ღერძის ჩასმა, შკალის შეცვლა, სკალირება და სხვა; ტრენდის განსაზღვრა, რეგრესია და დეტერმინაციის კოეფიციენტი. პრაქტიკული მაგალითები: მარკეტინგული ანალიზისათვის გრაფიკების მომზადება - გაყიდვების დინამიკა, ბაზრის წილები სხვადასხვა პროდუქტების მიხედვით და სხვა.
** პირობითი ფორმატირება; ფერის ფორმატი, იკონების ჩასმა, სვეტების ჩასმა; ფორმატი უჯრის მნიშვნელობაზე დაყრდნობით; ფორმატი ფორმულაზე დაყრდნობით; პრაქტიკული მაგალითები: საწყობში ვადაგასული საქონლის ავტომატური გაფერადება.
** PivotTable, PivotReport- მეორადი ცხრილები და მათზე აგებული დიაგრამები; შედეგების რაპორტირება; გამოთვლადი ველები, საწყისი მონაცემების ნაკრების შეცვლა. PivotTable-ის სხვადასხვა სტრუქტურები, მათი ფორმატირება და ბეჭდვა; პროცენტული წილის და ზრდის დინამიკების დათვლა PivotTable ში. ავტო ფორმატი PivotTable-ში. პრაქტიკული მაგალითები: გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა ფაქტორების (თანამშრომელი, ფილიალი, პროდუქტის) მიხედვით, საშუალო შეწონილი პროცენტის დათვლა სასესხო პორტფელზე
** ბეჭდვა პრინტერზე - ფურცლის პარამეტრები: ზომა, მასშტაბი; თავსართი და ბოლოსართი; ველების დასახელებების გამეორება ყოველი გვერდის დასაწყისში; დასაბეჭდი არის განსაზღვრა. ბეჭდვისას ფურცლების თანმიმდევრობა.
** ფუნქციები Lookup&Reference განყოფილებიდან; ცხრილების გაერთიანება; შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ცხრილებში: Lookup, Vlookup, Hlookup, Match, Index, offset... პრაქტიკული მაგალითები: სავალუტო ჯიხურის წარმოება - კლიენტების და ოპერაციების ბაზების შექმნა, სხვადასხვა ვალუტის გადაცვლა სხვადასხვა კურსით და სხვა.
** ტექსტური ფუნქციები: Mid, Len, Find, Left, Right, Trim, Rep, Replace, Substitute, concatenate... პრაქტიკული მაგალითები: ტექსტური სვეტის რამდენიმე სვეტად გაშლა; ორისიდან შეცდომით ექსპორტირებული თარიღების გასწორება; დასახელებიდან საჭირო ინფორმაციის ამოკვეთა და სხვა.
** მონაცემთა ვალიდაცია (Data Validation): მხოლოდ ციფრების, მხოლოდ თარიღის შეყვანა. მონაცემების შეყვანა ჩამოსაშლელი სიიდან. სამუშაო ფურცლის დაცვა (Protect Sheet), ფორმულების დამალვა; პაროლით დაცვა. ფორმულების წაშლის აკრძალვა. პრაქტიკული მაგალითები: მომხმარებლისთვის სამუშაო ფორმის აგება.
** ფინანსური ფუნქციები: Pmt, Rate, Nper, Pv, Fv, NPV, IRR, XIRR. პრაქტიკული მაგალითები: პროექტის მომგებიანობის განსაზღვრა. სესხის სიდიდის და ვადიანობის შერჩევა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლა; დისკონტირებული ფულადი მოძრაობის უწყისის ანალიზი და სხვა.

Macros:

** Macros-ის დანიშნულება და ექსელის ფორმატები
** Macros Recorder-თან მუშაობა
** მაკროსის შექმნა და რედაქტირება
** კურსის ბოლო ნაწილში macros recorder-ის შესწავლით შეძლებთ ყოველდღიური რუტინული საქმიანობის ავტომატიზაციას და თავიდან აიცილებთ ზედმეტი დროის ხარჯვას, შეიქმნით საბაზისო ცოდნას VBA კოდსა და ინტერფეისზე.

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი.
კურსის ღირებულება: 100 ლარი (ორი-სამი კაცი ჯგუფში); ინდივიდუალურად - 150 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

2. ტრენინგი საოფისე პროგრამებში

კურსი მოიცავს:

** Windows XP -7-კომპიუტერის აგებულება, მისი შემადგენლობა. ვინდოუსის ფანჯრის აგებულება და მისი მენიუს შესწავლა. დაკარგული ფაილების მოძებნა. პროგრამების ინსტალაცია და მისი ამოშლა. დოკუმენტის დისკზე, ფლეშკაზე ჩაწერა. შრიფტების ინსტალაცია. winrar ინფორმაციის დაარქივება და მისი გახსნა. ეკრანის ზომის, ფონის შეცვლა და დამცავის დაყენება.
** MS Word 2007 -2010- დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება. CV-ის შედგენა, ცხრილების აგება, სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა, სვეტებისა და სექციების გაკეთება, სარჩევის შექმნა, სქოლიო, პრინტერსა და სკანერთან მუშაობა. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება.
** MS Excel 2007 -2010 ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფორმატირება. ფორმულების შედგენა, დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე. ლოგიკური და ჯამური ფუნქციების შესწავლა. ხელფასის უწყისის შედგენა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება. ბეჭდვის პარამეტრები, დოკუმენტის დაცვა.
** Internet Explorer - ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ფოსტის შექმნა, პროგრამა Outlook. წერილების მიღება, გაგზავნა. ინფორმაციის გადმოწერა.
** MS Power Point 2007 -2010 - სხვადასხვა სლაიდ შოუების აწყობა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი
კურსის ღირებულება: 100 ლარი (ორი-სამი კაცი ჯგუფში)პირველი გაკვეთილი უფასოდ
ინდივიდუალურად: 150 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. #49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 2 183806, 595 182518
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru