www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 3Ds Max, Photoshop, Illustrator, Corel, InDesign-ის კურსები
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" გიწვევთ 3D Max, Photoshop, Illustrator, Corel, Adobe InDesign CS3/CS4/CS5-ის შემსწავლელ კურსებზე.

გთავაზობთ გრაფიკული პროგრამების შესწავლას: 3D Max, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw, Adobe InDesign CS3/CS4/CS5. სწავლება წარმოებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, გაძლიერებული პრაქტიკით. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო პირობებით. მეცადინეობას ატარებენ კვალიფიციური პედაგოგები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

1. 3ds Max:

I დონე - მოდელირება, ტექსტურირება:

** პროგრამის ინტერფეისის და ძირითადი (მობრუნების, მასშტაბირების და გადაადგილების) ხელსაწყოს გაცნობა
** პროგრამის მოწყობა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად
** სწრაფი ღილაკების შექმნა და არსებულის ათვისება
** სტანდარტული და არასტანდარტული პრიმიტივების გაცნობა და მათი თავისებურებები
** პროგრამის მიერ შემოთავაზებული ელემენტების (კედელი, კარი, ფანჯარა, კიბე, მცენარე) გაცნობა და გამოყენება
** ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება (ამოჭრა, გაერთიანება, თანაკვეთა) Boolean და ProBoolean ბრძანების მეშვეობით
** მოდიფიკატორების დანიშნულება: Noise, Bend, Slice, Lattice, Mirror, Shell, Taper, Twist, FFD
** ორგანზომილებიანი ობიექტების გაცნობა და მათი კონვერტირება რედაქტირებად ხაზებში
** სურათის შემოტანა პროგრამაში და მის მიხედვით კონტურების შექმნა
** სპლაინებიდან სხეულის მიღება მოდიფიკატორი: Lahte, Bevel, Eztrude, Surface, Bevel Profile
** ბრძანება Lofting-ის და მისი თვისებების გაცნობა
** Edit poly-ის ბრძანებების გაცნობა
** მატერიალის ედიტორის გაცნობა
** ობიექტების ტექსტურირება და ტექსტურის გასწორება მოდიფიკატორ UUVW-ის მეშვეობით
** DWG ფაილებთან მუშაობა, მათი შემოტანა და დამუშავება
** მოდიფიკატორი Unwramp UVW.

II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი, ეფექტები:

** Mental Ray-ის ვიზუალიზაციის პარამეტრები
** დღის განათება
** სინათლის დამატებითი ეფექტები
** გარემოს ეფექტების მართვა
** 2D ფოტოსა და 3D ობიექტის ერთმანეთთან დაკავშირება
** რეალური ფარდისა და გადასაფარებლის შექმნა მოდიფიკატორი Cloth-ის მეშვეობით
** ანიმაციის გასაღებების შექმნა და მათი მართვა
** ობიექტის მრუდზე მოძრაობა - Constranis
** კამერის დანიშნულება და ეფექტები
** მოძრავი კამერის სამიზნის მიმაგრება მოძრავ ობიექტზე
** ვიდეოფაილების დარენდერება.

კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (20 გაკვეთილი).
კურსის საფასური: 200 ლარი თვეში (ინდივიდუალურად).

კურსდამთავრებული შეძლებს:

** სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას (რენდერს); ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას;
** ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; ავეჯის, შენობების, გარემოს და ა.შ. მოდელირება და ვიზუალიზაცია; 3D ეფექტების გამოყენება.
** საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას.

2. Adobe Photoshop - რასტრულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (პროფესიონალური კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

3. Adobe Illustrator - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (პროფესიული კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

4. Corel Draw - ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი:

კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი (პროფესიული კურსი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი.
კურსის საფასური: 250 ლარი (ინდივიდუალურად); 200 ლარი (2 კაციან ჯგუფში).

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

** რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop მუშაობის პრინციპები
** ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator მუშაობის პრინციპები
** ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Corel Draw მუშაობის პრინციპები
** გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტების და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება
** ბრენდინგის ელემენტების დანიშნულება, მათი შემუშავება; აგრეთვე, შეიძენს უნარს, დამოუკიდებლად აითვისოს სხვა გრაფიკული პროგრამები.

მსმენელი შეძლებს:

** სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებებისა და ფოტოების დამუშავებას.
** გრაფიკული პროგრამების დახმარებით ხატვას, სარეკლამო პლაკატის, პოსტერის, ლოგოს, ბროშურის, კლიპარტის, სავიზიტო ბარათის შექმნას.
** ვებ-საიტების ესკიზების და მაკეტების შექმნას.

5. Adobe InDesign CS3/CS4/CS5 (საგამომცემლო, დაკაბადონების პროგრამა):

სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება.

კურსი მოიცავს:

** პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესავალი, სახე, ახალი დოკუმენტის შექმნა.
** სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება. ტექსტთან მუშაობის რეჟიმები. სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა, ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაცია. ფერებთან მუშაობა.
** სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ფორმატის გამოსახულებების შემოტანა ბრძანება Place-ის საშუალებით; შემოტანილი გრაფიკული გამოსახულებების ფორმატირება, ობიექტისთვის ნიღბების დამატება და ველის ჩამოსაშლელი კონტურები (Clipping Path).
** გვერდი ოსტატი (Master): დამატებითი გვერდ ოსტატის შექმნა და წაშლა.
** გვერდ ოსტატის იერარქია და იმპორტირება; დოკუმენტის ავტომატური ნუმერაცია, მისი დამატებითი პარამეტრების გამოძახება და რედაქტირება; კოლონტიტულების შექმნა;
** ეფექტები: გრაფიკული ობიექტების დამატება ბიბლიოთეკაში და მათი გამოყენება.
** პალიტრა Effect; ფერის დადების რეჟიმი; გადაფარვის არის იზოლაცია და ამოჭრა ჯგუფში; გაბნევის ეფექტი; ჩრდილის ეფექტები; ობიექტის გამჭვირვალობა;
** სტილებთან მუშაობა: აბზაცის და სიმბოლოს სტილები; ტექსტის მოდელზე სტილის შექმნა; რედაქტირება, დუბლირება; სტილების იერარქია; სტილების იმპორტირება, წაშლა და ჩანაცვლება;
** (Table) ცხრილის შექმნა, პარამეტრები, რედაქტირება, გაფორმება; ცხრილის გარდაქმნა ტექსტად და პირიქით; ცხრილის სტილების შექმნა; ცხრილის იმპორტირება Microsoft Word და Microsoft Excel-იდან.
** ფაილების დაკავშირების მეთოდები; პალიტრა Links; კავშირების განახლება.
** ბუკლეტის, სარეკლამო სტატიის, წიგნის დაკაბადონების მაგალითები.
** სქოლიოების შექმნა და რედაქტირების ფანჯარა.
** პალიტრა Book (ფაილების გაერთიანება).
** პალიტრა layer (ფენებთან მუშაობა); ფენების შექმნა, რედაქტირება და გაერთიანება, იერარქია.
** სარჩევის შექმნა.
** საგნობრივი საძიებლის შექმნა.
** RGB-ის და CMYC-ის სამუშაო სივრცე.
** ბრძანება Package.
** დოკუმენტის ექსპორტირება: PDF ფაილის შექმნა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1:30 საათი.
კურსის საფასური: 200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); 250 ლარი (ინდივიდუალურად).

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. #49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 2 183806, 595 182518
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru