www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მართვის ცენტრის მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: FINEX
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"FINEX" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის ცენტრის მორიგე ინჟინრის (Network Operation Centre Engineer) თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** 24/7 მორიგეობის განრიგი
** 2G/3G/4G რადიო საბაზო სადგურების შემოსული დაზიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი
** ფორს მაჟორულ სიტუაციებში წინასწარ შედგენილი აღდგენითი გეგმების მართვა და მონიტორინგი;
** 2G/3G/4G რადიო საბაზო სადგურების და მასთან დაკავშირებული გადაცემის კვანძების პირველი დონის ოპერაციების გატარება, მკაცრი კოორდინაცია ოპერატორის ქსელის მართვის დეპარტამენტთან;
** პირველი დონის მომსახურების (FLM first line maintenance) ფარგლებში დაზიანების 2G/3G/4G ქსელების სატრანსპორტო გადამცემი ხაზების მონიტორინგი და ტექნიკური მართვა;
** 2G/3G/4G მობილური ტექნოლოგიების შეცდომების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გადაუჭრელი შეცდომების მეორე დონის მომსახურებებისათვის (ოპერატორისთვის) ინფორმირება/გადაცემა;
** მობილურ ჯგუფებთან დროული კომუნიკაცია დაზიანებების აღმოსაფხვრელად
** მობილურ ოპერატორთან კოორდინაცია
** ინციდენტების ანალიზი, ტრეკინგი და რეპორტინგი.

ვალდებულებები და მოთხოვნები:

** რადიო ქსელის დაზიანებების, პრობლემების შემოსული შეტყობინებების დიაგნოზი და ანალიზის უნარი;
** მობილური ქსელის არქიტექტურის ძირითადი ელემენტების ზოგადი ცოდნა;
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარ-ჩვევების ქონა, რამდენიმე პარალელური პრობლემის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციულად გადაწყვეტა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტის მისამართზე: ngudushauri@finex.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru