www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბილინგის დეპარტამენტის უფროსი - რუსთავი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას მის დობილ კომპანიაში შპს "რუსთავის წყალში" ბილინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00)

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** ბილინგის დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ბილინგის სისტემის ფუნქციონირების კონტროლი;
** მიღებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში დროული და სწორი ასახვის კონტროლი;
** კომერციული ციკლის შესაბამისად დარიცხვების, ქვითრების და ანგარიშ-ფაქტურების მომზადების ორგანიზება და კონტროლი;
** ადმინისტრატორი კომპანიებისათვის კომერციული ციკლის შესაბამისად ინფორმაციის გადაცემის და მიღების კონტროლი;
** მიმდინარე ანგარიშების მომზადება;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება, განახლება და მაქსიმალური სრულყოფა;
** სერვის ცენტრებიდან მოსული დარიცხვების ასახვა ბილინგის პროგრამაში, საეჭვო დარიცხვების გამოვლენა და შემთხვევების შესწავლის ინიცირება;
** შემოსავლების აღრიცხვის სისტემის ავტომატიზაციის შესაძლებლობების ძიება და წინადადებების მომზადება;
** შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილებებისთვის გადანაწილება;
** კომერციული დირექტორატის წარმოებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ყველა სახის აქტების და ბრჯენების აღრიცხვის და მოძრაობის კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად, დამუშავებული ინფორმაციის გადაცემა წინასწარ განსაზღვრული სამსახურებისთვის;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის გაცემის კონტროლი;
** პასუხისმგებელია კომპანიის მონაცემთა ბაზის დაცულობაზე ინფორმაციის გადინების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** კერძო კომპანიაში ფინანსური კუთხით არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება
** კურსები/ტრენინგები - MS Excel კურსები, ბუღალტრული კურსები;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კარგად განვითარებული მენეჯერული და ლიდერული უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2017 წლის 6 აპრილისა (18:00 საათი). გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru