www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PM, CM ინჟინერი
მომწოდებელი: FINEX
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"FINEX" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის პრევენციული მომსახურების და სარემონტო გამოსასწორებელი სამუშაოების ინჟინრის (Preventive Maintenance and Corrective Maintenance Engineer) თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** მობილური რადიო სარელეო საბაზო სადგურების პრევენციული მომსახურება
** საბაზო სადგურების პერიოდული ვიზიტი, ვიზიტების გეგმის გაყოლა, პასიური და აქტიური აპარატურის მდგომარეობის შემოწმება, აღწერა, ინვენტარიზაცია. მცირე დაზიანებების პრევენცია და ადგილზე აღმოფხვრა, დიდი სავარაუდო დაზიანებების დაფიქსირება და რეპორტინგი.

ვალდებულებები და მოთხოვნები:

** სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ოფისს გარეთ მუშაობის უნარი, მუშაობის შესაძლებლობა დღეღამის ნებისმიერ პერიოდში, პრევენციული სამუშაოების გეგმის ზედმიწევნით გაყოლა,
** დაგეგმილი და დაუგეგმავი სამუშაოების დროული შესრულება, საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა და რეპორტინგი;
** GSM UMTS LTE სფეროში მუშაობის გამოცდილება, Microwave/BTS მოწყობილობების გამოცდილება/ცოდნა;
** სასურველია Site Master მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტროობის ზოგადი ცოდნა/გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისქის ქონა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების და გუნდური მუშაობის უნარით;
** ქსელში ინტეგრირებული ახალი რადიო საბაზო სადგურების მიღება ჩაბარების პროცედურების უზრუნველყოფა;
** მართვის მოწმობა აუცილებელია
** სასურველია პირად საკუთრებაში მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყოლა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტის მისამართზე: ngudushauri@finex.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru