www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Microsoft Ax ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას Microsoft Ax ადმინისტრატორის პოზიციაზე.

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწრაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

აპლიკაციის ადმინისტრატორის მოვალეობები:

** მომხმარებლების უფლებების გაწერა
** უფლებების შექმნა/რედაქტირება
** აპლიკაციის სისტემური პარამეტრების მართვა/ განახლება
** აპლიკაციის პაკეტური დამუშავების(Batch Server) ფუნქციონალის მონიტორინგი
** ბიზნეს-პროცესების მართვის ბირთვის მუშაობის მონიტორინგი
** მომხმარებლების მხარდაჭერა (პირველი დონის - ფუნქციონალური/ტექნიკური)
** აპლიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა ვებ-სერვისების მონიტორინგი
** მობილური აპლიკაციის სერვისის და მობილური აპლიკაციის მხარდაჭერა
** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში უშუალო მონაწილეობის მიღება და შემდომ მისი ადმინისტრირება
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით)
** Microsoft Dynamics AX-სთან მუშაობის გამოცდილება
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარით
** მათემატიკური უნარ-ჩვევები
** მიზანდასახული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru