www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ" (კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე") აცხადებს ვაკანსიებს კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:

კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა მოუწევთ კლიენტებთან.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება. კაფე-სანაყინეები მუშაობენ დილის 7:00 საათიდან ღამის 2:00 საათამდე. ასისტენტები მუშაობენ დილის ან საღამოს ცვლებში მაღაზიების მენეჯერებთან შეთანხმებით. გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს.

ხელფასი და კარიერული წინსვლა:

** ანაზღაურება: სამუშაო საათების მიხედვით - პირველი 6 თვის განმავლობაში, გამყიდველის დამხმარედ მუშაობისას - ნეტ 1.30ლარი/სთ, 6 თვის შემდეგ გამყიდველად - ნეტ 1.50 ლარი/სთ, 1,5 წლის შემდეგ - ნეტ 1.70 ლარი/სთ.
** მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ორკვირიანი უხელფასო ტრენინგი სამუშაო ადგილზე.
** კაფე-სანაყინეების სერვისის ასისტენტს განსაკუთრებული კვალიფიკაციები არ მოითხოვება; სასურველია რუსულის/ინგლისურის, ან რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

გამყიდველის დამხმარე ექვემდებარება მაღაზიის მენეჯერს და მისი ფუნქცია-მოვალეობებია:

** მაღაზიის გაღება-დაკეტვა,
** მაღაზიის წესრიგში ქონა და სისუფთავის უზრუნველყოფა სამუშაო საათებში;
** საწყობისთვის საქონლის შეკვეთა,
** ნედლეულის და პროდუქტების მიღება-ჩაბარება და დათვლა;
** პროდუქციის გასაყიდად მომზადება და გაყიდვა;
** სალაროსთან, გაყიდვების პროგრამასთან, ტერმინალთან მუშაობა,
** სამუშაოსთან დაკავშირებულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა.
** გვიან ღამით და ადრე დილით მუშაობა საჭიროებისამებრ

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე,
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული და ტაქტიანი,

უნდა გააჩნდეს:

** მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის უნარი,
** მოთმინებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი,
** უფროსის მოსმენისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების სურვილი და უნარი,
** გუნდში მუშაობის უნარი,
** კომპანიის კარგად წარმოჩენის სურვილი და უნარი.

გამოცდილება: სასურველია მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@lucapolare.com და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru