www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღურების კონსულტანტის თანამდებობაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00); შაბათი - 10:00-14:00

მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამა);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა 100, სალაროს შემოსავლის ორდერი, ჩეკი და სხვა) შემოწმება.
** გარკვეული ლიმიტის ფარგლებში (ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
** სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების დასტურის/უარყოფის პროგრამაში ასახვა;
** მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
** დაზღვეულის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით;

აუცილებელი უნარები

** თავაზიანი;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** აქტიური, ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** დაკვირვებული;
** გუნდური;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამედიცინო ზარალების ანაზღაურების კონსულტანტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2017 წ..

სადაზღვევო კომპანია "იმედიL" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სადაზღვევო კომპანია "იმედიL"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედიL" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru