www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტის თანაშემწე/სტაჟირება
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ცემენტის წარმოებისა და რეალიზაციის გიგანტი ფრანგული კომპანია "LAFARGE HOLCIM"-ის პარტნიორი. 2013 წელს შპს "საქართველოს ცემენტის კომპანიამ" ქ. ფოთში, სამრეწველო ზონაში, დაიწყო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხნის მშენებლობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე (http://www.leadercement.ge)

შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია B2 დონე და ფინანსური ტერმინოლოგიის ცოდნა) დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო სამართლის ცოდნა (სასურველია)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;(სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიულ დოკუმენტაციის დამუშავება ანალიზი.
** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ანალიზი
** სამართლებრივი შინაარსის წერილების შედგენა
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა
** 
სხვადასხვა თემატური საკითხების და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა და ანალიზი;
** დოკუმენტაციის დაარქივება/აღწერა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აპლიკანტების შერჩევა იწარმოებს შემდეგი წესით
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება (პროფესიული)
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

სტაჟირების პერიოდი - 3-6 თვე (სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი);
მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ #34

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (3x4 ფორმატში) 2017 წლის 31 მარტამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: teona.eqizashvili@gcco.ge და ელ.ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru