www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 26 მარტი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ზუგდიდის ფილიალი აცხადებს მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.03.2017

მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
** ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2017 წლის 26 მარტისა შეავსოთ განაცხადის ფორმა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru