www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სააგენტო ქსელის აგენტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლოვა გეძლევათ:

** იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** იზრუნოთ კარიერულ განვითარებაზე;
** გაიაროთ ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტებში, გაყიდვების ტექნიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი განათლება (მისაღებია სტუდენტები);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისათვის საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება / გაყიდვა;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.unison.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru