www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** სასარჩელო მოთხოვნების შედგენა და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებსა და აღსრულების ორგანოებში.
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru