www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახ. დისპეტჩერი - ქუთაისი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: uag-app-form1.zip
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების დისპეტჩერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ფუნქციები:

** საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად წარმართვა;
** ავიაკომპანიებისგან კომერციული და ფრენებთან დაკავშირებული განაცხადების მიღება/დამუშავება, ფრენების განრიგში ცვლილებების შეტანა და ინფორმაციის მიწოდება, როგორც აეროპორტის, ასევე სხვა საჭირო სამსახურებისთვის (აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახური, მგზავრთა გადაყვანის სამსახური, საინფორმაციო ცენტრი, ბაქანზე მომსახურების სამსახური, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საავიაციო უშიშროების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია, საბაჟო, მედ. პუნქტი);
** სანავიგაციო კოშკთან მუდმივ კავშირზე ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება;
** ინფორმაციის გადაცემის შემდეგი საშუალებების გამოყენება - AFTN, E-MAIL, SITA, TELEPHONE, FAX;
** რადიოგრამის შეტყობინებაში (LDM, MVT) არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით თვითმფრინავის ფაქტიური მოფრენის დროის და თვითმფრინავის დატვირთვის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება;
** დამატებითი მომსახურების (თვითმფრინავის დასუფთვება, დასალევი წყლის მიწოდება, ყინვის საწინააღმდეგო ხსნარით დამუშვება და სხვა) საჭიროების არსებობაზე მოფრენის ეკიპაჟისგან ინფორმაციის მოპოვება და შესრულების კონტროლი;
** ხომალდის კაპიტანთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება და მისგან ხომალდის წონასწორობასა და დატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება (TRIP INFO);
** ინფორმაციის წარმოება მგზავრთა რაოდენობისა და ბარგის წონის შესახებ;
** განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის ან პირების (რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას) მგზავრთა სიაში არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეკიპაჟისთვის;
** მგზავრების ჩამოსვლა-ჩასხდომის და ბარგის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის პროცესის ზედამხედველობა/კონტროლი;
** სხვა აეროპორტების წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაციის ელ.ბაზის წარმოება;
** ფრენებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება;
** რეისის გაფრენის შემდეგ, რეისის კომერციული დატვირთვის შესახებ ინფორმაციის (LDM) გაგზავნა შესაბამის მისამართზე ელ. ფოსტის და SITA-ს მეშვეობით;
** რეისთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეკვრა და შენახვა;
** საჰაერო ხომალდის მოფრენამდე აეროდრომის სამსახურის ინფორმირება და გამცილებელი მანქანის (FOLLOW-ME) გამოყენების საჭიროებაზე გაფრთხილება;
** მოფრენის და გაფრენის დროს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან უშუალო კავშირის დამყარება;
** ყოველდღიური ფრენების გეგმების შედგენა;
** ყოველდღიურ ფრენების და სეზონურ ფრენების გეგმებში საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
** ფრენების დამუშავებული გეგმის (შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მათი მითითებით) გაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საჰაერო ხომალდის მოფრენისა და გაფრენის ფაქტიური დროის გამოცხადება, რეისის დაგვიანების შემთხვევაში სხვა სამსახურების გაფრთხილება;
** საჰაერო ხომალდის გაფრენის შემდეგ ინფორმაციის (MVT, LDM) გაგზავნა შემდეგი დანიშნულების აეროპორტში.
** ფრენების კოორდინაციასთან დაკავშირებით საჩივრების მიღება და სათანადო ზომების განხორციელება;
** მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ცვლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუმართაობების შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
** სახანძრო-სამაშველო ოპერაციის განხორციელების დროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დისპეტჩერთან კოორდინაცია;
** ცვლაში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვის და საჭიროებისამებრ განახლების ან შევსების უზრუნველყოფა;
** ცვლის დასრულების შემდეგ ანგარიშის მომზადება და სადისპეტჩეროს გადაბარება ახალ ცვლაზე და ახალი ცვლის ინფორმირება ცვლაში დაუსრულებელი საქმეების შესახებ;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის წარმომადგენლობა, ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის კოორდინაცია კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის იმ სამუშაო პროცესების განსაკუთრებული მონიტორინგი, რომლებიც გულისხმობს ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ურთიერთქმედებას კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** ცვლის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, იმპლემენტაცია, კოორდინირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა, ასევე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ფრენების კოორდინაციის სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
** ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მათი დანერგვა ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების სამსახურის, ფრენების კოორდინაციის მიმართულებით, პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით;
** ცვლაში გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** მგზავრთა მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების, და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის.: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru