www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ხელმძღვანელი
მომწოდებელი: იუნონა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

სამედიცინო ცენტრი "იუნონა" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური განყოფილების ფინანსური ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მიზანი: კომპანიის საქმიანობა იყოს ფინანსურად ეფექტიანი.

ამოცანები:

** მაღალი ხარისხის ფინანსური ანალიზის მომზადება და მენეჯმენტის დახმარება ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღებაში;
** გამართული აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა.

ფუნქციები:

** განყოფილების ბიუჯეტის შედგენის პროცესის მართვა და ბიუჯეტის დამტკიცების უზრუნვეელყოფა;
** ბიუჯეტის მიმდინარე შესრულების კონტროლი და გადახრების გამოვლენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
** დაუგეგმავი ხარჯების საჭიროებების დროულად გამოვლენა და გადაწყვეტილების მიღება მენეჯმენტთან შეთანხმებით;
** ხარჯების ოპტიმიზაციის გზების ძიება და ალტერნატივების შემუშავება;
** ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
** ფასების მიმდინარე მართვა, ანალიზი და ცვლილებების საჭიროებების ინიცირება;
** არსებული სერვისების ფინანსური ანალიზის წარმოების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დაგეგმილი სიახლეების, ახალი სერვისების, პროექტების და ა.შ ფინანსური ანალიზის მომზადება და მენეჯმენტის დახმარება ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილების მიღებაში;
** მენეჯმენტისთვის მაღალი ხარისხის ფინანსური რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** გამართული აღრიცხვის წარმოების უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშგებების დროულად და ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმის მომზადების უზრუნველყოფა;
** საჭირო შესყიდვების დროულად და ხარისხიანად განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლების ბაზების განვითარებისა და მათთან მოლაპარაკებების წარმოების უზრუნველყოფა;
** შესყიდული ფასეულობების დროულად მიწოდებისა და განაწილების უზრუნველყოფა;
** მარაგების მინიმალური ნაშთების განსაზღვრისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
** მარაგების ხარჯვისა და შესყიდვების ოდენობის კონტროლი და რეზერვების გამოვლენა;

პასუხისმგებლობები:

** ბიუჯეტირების პროცესის არასათანადო ხარისხით მართვაზე;
** ფინანსურად გაუმართლებელი პროექტებისა და განვითარების სამუშაოების განხორციელებაზე;
** გაუმართავ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით)
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (ინგლისური, რუსული)

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

განცხადებები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tikokoberidze123@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru