www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი/მდივანი
მომწოდებელი: Luxury Cosmetics
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

კომპანია "Luxury Cosmetics" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/მდივნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი წერილების მომზადება;
** საქმიანი კორესპონდენციების წარმოება და მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციების რეესტრის წარმოება;
** დოკუმენტების დახარისხება მათი დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით;
** დოკუმენტების შესრულებაზე კონტროლის წარმოება;
** გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება და გაფორმება საფოსტო გზავნილისათვის და შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნა;
** შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის გადაცემა-დაგზავნა;
** დოკუმენტების შენახვა/არქივირება;
** საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა;
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: luxurycosmeticshr@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru