www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მომსახურების და ზოგადად გაყიდვების უმაღლესი სტანდარტების შემდგომი დახვეწა და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა. შემუშავებული სტანდარტების დაცვის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული;
** ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru