www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (ჰორეკა მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით წამახალისებელი აქციების დაგეგმარება და მოწყობა;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** კომპანიისა და მისი პარტნიორების ერთობლივი წამახალისებელი აქციების დაგეგმარებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** სადისტრიბუციო არხების გაფართოება;
** ბაზრის ახალი სეგმენტის შესწავლა, ათვისება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. 22.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru