www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე შემდეგ ფილიალებში: ხულო, ბათუმი, ოზურგეთი, მარტვილი, წალენჯიხა, სამტრედია, სენაკი, ჩხოროწყუ, ქუთაისი, ზესტაფონი, ჭიათურა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "ექსელის" ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით,ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(571) 00 00 09— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru