www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ლაერტონი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" (http://www.laerton-hotel.com), პრემიუმ კლასის ბუტიკ სასტუმრო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობს. იგი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - "სიამოვნებით!"

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" აცხადებს საუზმის მიმტანის ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაო პირობები: თვეში 15 ან 16 რვასაათიანი სამუშაო დღე. კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას სამუშაო დღის განმავლობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები.

პროფესიული მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია;
** პროგრამა MICROS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება ტურიზმის, ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა (სასურველია).

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული;
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტო-სურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@laerton-hotel.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზედაც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ფოტოსურათის გაერეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru