www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, დეფექტაცია, საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** შრომისმოყვარე;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 5 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru