www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ ტრეიდი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 26 მარტი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია - შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ERP კონსულტანტის პოზიციაზე.

"აი სი არ ტრეიდი" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში საქართველოში. კომპანია ბაზარზე წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების საერთაშორისო ბრენდებს: ბატა, ბამბინო, კორსო იტალია, ეკკო, ჯეოქსი, სკეჩერსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ოკაიდი, პარფოისი, მოა. კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ERP სისტემის (MS Navision) კონფიგურაცია, გამართვა, ადმინისტრირება და კონტროლი;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების ანალიზი და ERP სისტემიასთან შეაბამისობაში მოყვანა;
** ახალი ფუნქციონალის ტესტირება, დანერგვა;
** არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება ყოველდღიურ რეჟიმში;
** მომხმარებლების ტრეინინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკური მეცნიერებების სფეროში (BBA/MBA);
** სააღრიცხვო სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;
** ნებისმიერი ERP, ან ფინანსური აღრიცხვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
** ბიზნეს-პროცესების/პროცედურების ცვლილებაში, დანერგვასა და დახვეწაში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
** მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის, ბუღალტერიის და საგადასახადო წესების თეორიული ცოდნა (სასურველია);
** ბუღალტერიასა და / ან ფინანსებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სამუშაო ინსტრუქციების/სახელმძღვანელოების/პროცედურების შექმნაში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
** მათემატიკური/ლოგიკური/ანალიტიკური აზროვნება;
** ქართულად წერის და აზრის ნათელი გადმოცემის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge არაუგვიანეს 2017 წლის 26 მარტისა. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კორპორაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru