www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ლაერტონი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" (http://www.laerton-hotel.com), პრემიუმ კლასის ბუტიკ სასტუმრო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობს. იგი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - "სიამოვნებით!"

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტრი ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო პირობები: მცოცავი გრაფიკი, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლები. კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში.

ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს ოთახებისა და აბაზანების დალაგება / დასუფთავება დადგენილი სტანდარტის მიხედვით;

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა სასურველია.

პერსონალური მოთხოვნები:

** ენერგიული ქალბატონი, 18-50 წლამდე;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გულწრფელი ღიმილით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@laerton-hotel.com და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru