www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Georgian Automobile Club
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

GAC - რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად კლიენტებისთვის პროდუქტის შეთავაზება, ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ეფექტური პრეზენტაციის მომზადება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;
** სამოქმედო არეალსა და მომხმარებელთა გაყიდვების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
** ბაზრის ანალიზი;
** გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების საფუძველზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** თავდაჯერებული, მიზანზე ორიენტირებული, კლიენტზე ორიენტირებული, აქტიური;
** საველე პირობებში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge არაუგვიანეს 31 მარტისა. გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru