www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბონაკო
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბონაკო" 2010 წლიდან ეწევა ფულად-საკრედიტო მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ჩვენი მიზანია ეს მომსახურება იყოს ხარისხიანი და ეფექტური.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ბონაკო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ასაკი: 20-30 წელი
** მკაფიოდ მეტყველების უნარი
** სასიამოვნო გარეგნობა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის განხრით პრიორიტეტად ჩაითვლება
** ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის იმიჯზე ზრუნვა
** ფლაერების გავრცელება
** პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება
** მომხმარებლისათვის მაქსიმალურად გასაგებად პროდუქტების უპირატესობების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა, შეთავაზება და პროდუქტის გაყიდვაზე ზრუნვა
** კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
** ორგანიზებულობა
** დამაჯერებლობა
** პრეზენტაბელურობა
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას მაღალი პროფესიული ღირებულებებისა და სტანდარტების მქონე კომპანიაში;
** მეგობრული და პოზიტიური გუნდის წევრობას;
** განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bonaco.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru