www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ ტრეიდი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია - "აი სი არ ტრეიდი" ევროპული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს, როგორიცაა: ბატა, ბამბინო, ტამარისი, ეკკო, ოკაიდი, პარფოისი, მოა, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ჩემი სახლი, ლაბორატორია ჩემი სახლი, ჯეოქსი, სკეჩერსი, კორსო იტალია. დღეისათვის კორპორაცია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული.
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru