www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: იუნონა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

სამედიცინო ცენტრი იუნონა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ სპეციალობაზე: HR მენეჯერი.

მიზანი: იუნონაში მუშაობდნენ პოზიციებთან და ორგანიზაციის ღირებულებებთან მაქსიმალურად შესაბამისი ადამიანები.

ამოცანები:

** თანამშრომლების სწორი შერჩევა და აყვანა;
** თანამშრომლების შეფასება და მოტივაცია;
** თანამშრომლების მუდმივი განვითარება;

ფუნქციები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
** საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
** დისციპლინის მონიტორინგი -სამსახურში მოსვლა-წასვლისა და გაცდენების აღრიცხვა;
** ადამიანური რესურსების დამატების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დროულად მოგროვება და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელებთან ერთად;
** ადამიანური რესურსების აყვანის არხების განვითარება სხვადასხვა რანგის პოზიციებისთვის;
** ვაკანსიების განთავსება სხვადასხვა არხებში და ინფორმაციის გავრცელება;
** შერჩევის პროცესის წარმართვა შესაბამისი ხელმძღვანელი პირების ჩართვით;
** აყვანისა და შერჩევის პროცესის მუდმივი განვითარება;
** კადრების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** თანამშრომლების მოტივაციის სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** მიმდინარე რეჟიმში შეფასების სისტემების მართვა დადგენილი პროცედურის მიხედვით - შეფასების ფორმების დროულად და სრულად შევსების უზრუნველყოფა, კომისიის შედგენისა და განხილვების ორგანიზება, თანამშრომლებისთვის შეფასების შედეგების კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროებების კვლევა და განვითარების სამუშაოების დაგეგმვა კომპანიის საკუთარი რესურსითა და გარე რესურსების ჩართვით;
** თანამშრომლების კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** თანამშრომლებში არაფორმალური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** სხვადასხვა ტრადიციების დანერგვა, გასვლითი ღონისძიებებისა და გამორჩეული დღეების აღნიშვნის ტრადიციების დამკვიდრება;
** თანამშრომლებს არამატერიალური წახალისების მეთოდებზე იდეების გენერაცია, შერჩევა და განხორციელება;
** თანამშრომლებში კომპანიის მიმართ ერთგულებისა და ლოიალობის ზრდის უზრუნველყოფა;

პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში პოზიციასთან შეუსაბამო თანამშრომლების არსებობაზე და მიღებაზე;
** თანამშრომლების გაცდენების მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება
** სერთიფიკატი (HR მენეჯერის)
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (ინგლისური, რუსული)

ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება კვალიფიკაციის შესაბამისად.
თანამშრომლის სამსახურში აყვანა მოხდება გამოსაცდელი ვადის შემდგომ (გამოსაცდელი ვადა 1 თვე)

CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nchalaganidze@yahoo.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru