www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლოგიკმეტრი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"ლოგიკმეტრი" ინოვაციური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის სერვისების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: http://www.logicmeter.com

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** კომპანიაში ქსელური მარკეტინგის სისტემის დანერგვა და განვითარება;
** ახალი მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან/ დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა/ორგანიზება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან პირადი, ელექტრონული, სატელეფონო კომუნიკაცია.
** მარკეტინგთან და გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგულ ან სხვა მომიჯნავე სფეროში
** მარკეტინგის/გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობის კარგი უნარი
** მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი
** დროის მართვა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft Office)
** ინგლისური ენის ცოდნა

სასურველია:

** სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში
** კომპიუტერული პროგრამები Adobe Illustrator; PhotoShop.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მისამართზე: info@logicmeter.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru