www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება - ბავშვთა მედიცინა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა "ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა".

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"-ს ქსელში შემავალი აკრედიტებული დაწესებულება შპს "უნიმედი კახეთი" - ბავშვთა ახალი კლინიკა აცხადებს მიღებას, სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების სასწავლო პროგრამაზე "ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა", შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. სწავლება განხორციელდება შპს "უნიმედი კახეთი" - ბავშვთა ახალი კლინიკისა და შპს "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო" - ს ბაზებზე.

პროგრამის დასახელება: ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო ქიქოძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროგარმის სასწავლო ლოკაცია: თბილისი
ადგილების რაოდენობა: 20

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში:

** პედიატრია
** ნეონატოლოგია
** ბავშვთა ნევროლოგია
** ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია
** ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
** ბავშვთა გასტროენტეროლოგია
** ბავშვთა ენდოკრინოლოგია
** ბავშვთა ინფექციონისტი
** ბავშვთა ნეფროლოგია
** ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
** ბავშვთა ჰემატოლოგია
** ბავშვთა ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
** ბავშვთა ქირურგია

კონკურსში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატი სავალდებულოა იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;
** კანდიდატი სავალდებულოა ფლობდეს მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში

სპეციალური პირობები:

** გადამზადების პროგრამის ჩატარების ადგილი იქნება თბილისი;
** განიხილება კურსის ღირებულების ანაზღაურება სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ;
** საექიმო სპეციალობაში "ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში.

წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
** სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში 3 წლიანი საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პირადობის მოწმობის ასლი.

ზემოთ აღნიშნული წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის გამოსაგზავნად გადადით ლინკზე: https://evex.ge/ge/career/diplomisshemdgomi-mzadeba/sertificirebuli-eqimebis-gadamzadeba/sertificirebuli-eqimebis-gadamzadeba-bavta-gadaudebeli-medicina.page

დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru