www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისცენტრის მენეჯერი - შუახევი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
თანდართული ფაილი: gpost-app-form.zip
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე შუახევში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

1. კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru