www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეკლამო აგენტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ლაივპრესი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 27 მარტი

ინტერნეტ გამოცემა "ლაივპრესი" (Livepress.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: შეთანხმებით

სარეკლამო აგენტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და `ლაივპრესის` სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (ქვემოთ იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა).

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
** საშუალო განათლება (აუცილებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 13/03/2017.
დასრულების თარიღი: 27/03/2017.

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@innova.ge

შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: "სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ლაივპრესი").

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

1-ელი ეტაპი: 28 მარტს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
მე-2 ეტაპი: 29-30 მარტს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის ყოველდღიურ წარმართვაში.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 30 მარტისა (30/03/2017).

სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

** სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
** მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
** წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
** ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
** წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
** სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
** უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
** იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
** აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru