www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპიუტერული ლოგიკისა და საფუძვლების კურსი - TOEFL, ESL
მომწოდებელი: ლინგუაფილია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი "ლინგუაფილია" გთავაზობთ სიახლეს და აცხადებს მიღებას შემდეგ კურსებზე: კომპიუტერული ლოგიკისა და საფუძვლების კურსი ინგლისურ ენასთან ერთად - TOEFL; ESL.

კურსი მოიცავს მათემატიკურ, ლოგიკურ, კომპიუტერულ და რობოტიკაზე გათვლილ ამოცანებს, ისევე როგორც ინგლისური ენის შესწავლას.

აღნიშნული კურსი დაყოფილია სამ ასაკობრივ ჯგუფად: 6-დან 8 წლამდე, 9-დან 11 წლამდე, 12-დან 14 წლამდე. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1სთ 30წთ. ერთი თვის საფასური შეადგენს 120 ლარს.

ზოგადი ინგლისური ენის ონლაინ კურსი:

** გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ.
** ღირებულება: 20 ლარი ერთი საათი.

კურსის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ შესაბამისი დონის სერტიფიკატს.

ზოგადი ინგლისურის, ESL-ის კურსი:

კურსი დაყოფილია დონეების მიხედვით: Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper Intermediate, Advanced.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში სამჯერ, საათნახევარი თითო გაკვეთილი.
ღირებულება: 100 ლარი თვეში, ნებისმიერ დონეზე.

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში - კურსის ხანგრძლივობა 3 თვე, კვირაში სამჯერ (1 საათი თითო გაკვეთილი) ან კვირაში ორჯერ (1სთ.30წთ. თითო გაკვეთილი).
ღირებულება: 150 ლარი თვეში.

სურვილის შემთხვევაში სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ კურსს და ერთ დონეს დახურავენ თვენახევარში. მსურველებმა უნდა გაიარონ დონის შესამოწმებელი ტესტირება. კურსის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ შესაბამისი დონის სერტიფიკატს.

TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი:

** კურსის ხანგრძლივობა: 5 კვირა, კვირაში სამჯერ, 2 საათი თითო გაკვეთილი.
** ღირებულება: 250 ლარი მთლიანი კურსი.
** შესაძლებელია ინდივიდუალური გაკვეთილებიც (ღირებულება 350 ლარი).

მსურველებმა უნდა გაიარონ დონის შესამოწმებელი ტესტირება.

სალაპარაკო ინგლისურის (speaking-ის) კურსი:

** კურსის ხანგრძლივობა: 1 ან 2 თვე (სურვილის მიხედვით), კვირაში სამჯერ, 1სთ. თითო გაკვეთილი.
** ღირებულება: 100 ლარი.

მსურველებმა უნდა გაიარონ დონის შესამოწმებელი ტესტირება და ინტერვიუ. ინგლისური ენის კურსი სხვადასხვა ორგანიზაციებში/ოფისებში მისვლით.

ეს კურსი საშუალებას გაძლევთ, თქვენსავე სამსახურში, ოფისიდან გაუსვლელად შეისწავლოთ ინგლისური ენა. ჩვენი პედაგოგები თავად მოვლენ თქვენს მიერ მითითებულ ორგანიზაციაში და ჩაატარებენ გაკვეთილებს ჯგუფში ან ინდივიდუალურად. თქვენთან შეთანხმებით მოხდება კურსის მიმართულების შერჩევა (ზოგადი ინგლისური, სასაუბრო ინგლისური...) იმის მიხედვით, თუ რა მიზნით გჭირდებათ შეძენილი ცოდნის გამოყენება.

ტესტირებისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

551 360 333; 599 51 23 58
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 41, VI სართული
Facebook: http://facebook.com/learn.linguaphilia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru