www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

ტრენინგის შესახებ:

შრომის უსაფრთხოება და ორგანიზაციაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საწარმოს პრეროგატივა უნდა იყოს. ტრენინგი ემსახურება კომპანიის ხელმძღვანელ პირებისათვის ცნობიერების დონის ამაღლებასა და გაცნობას თუ რა საფრთხეებს შეიცავს ის პროფესია, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ასრულებს. მოხდეს რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.

ტრენინგის მიზანი:

ნებისმიერ საწარმოში ჩამოყალიბდეს პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა. მოხდება რეალური ქეისების განხილვა და მათზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი განკუთვნილია საწარმოს ტექნიკური დირექტორებისათვის, იურისტებისთვის, ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის, HSE მენეჯერებისა და სხვა საშუალო დონის წარმომადგენლებისთვის.

თემატიკა:

** ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;
** ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის პრევენცია;
** რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
** შემთხვევების პრევენცია და ანგარიშგება
** დასაქმებულთა მოტივაცია: ლიდერობა და ხელმძღვანელობა;
** სამუშაოს წარმოების ნებართვები;
** პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;
** უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სიგნალიზაცია;
** პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
** შიდა საწარმოო საევაკუაციო გეგმა;
** ერგონომიკა;
** საშიში ნივთიერებები;
** სპეციალური სამუშაოები;
** ხანძარი და აფეთქება;
** დახურული სივრცე;
** ინსტრუმენტები, მანქანები და მოწყობილობები;
** ამძრავი, აწევა და ტვირთის გადატანა;
** სიმაღლეზე მუშაობა;
** ელექტროობა;
** რადიაცია;
** ადამიანის კუნთოვანი კვანძების დარღვევა და მათი პრევენცია;
** ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
** ძალადობა და სექსუალური ზემოქმედება სამუშაო ადგილებზე.

ტრენერი: მიხეილ კორძახია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის სამართლისა და სამუშაოზე პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 3 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 31 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
2. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
3. ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

დარეგისტრირდი აქ: http://www.trainings.ibsu.edu.ge/index.php/2013-10-02-11-29-33

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, 2, თბილისი 0131
ტელ/ფაქსი: (+995 32) 59 50 05/06 (120)
მობ: (+995) 99 163436
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
https://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru