www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გურუ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

მზარდი კომპანია "გურუ ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე უძრავი ქონების სფეროში. GURU HOLDING — სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც უკვე დადებითად წარმოაჩინა თავი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე.

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება ტელეფონის საშუალებით;
** სოციალური ქსელში პასუხების გაცემა;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების დადება;
** ბაზრის კარგი ცოდნა და ანალიზი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა და ა.შ.;
** რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს მიმართ;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

აუცილებლია:

** წერილის სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე" (ბრჭყალების გარეშე)
** ფოტოსურათის გარეშე გადმოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ მისამართზე hr@guruholding.ge

GURU HOLDING
ვებგვერდი: http://www.guruholding.ge
Facebook: http://www.fb.com/GURU.HOLDING



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru