www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე - რეგიონის რეზერვი - სამცხე-ჯავახეთი
მომწოდებელი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მოლარე - რეგიონის რეზერვი
სამუშაო ადგილი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (ახალქალაქი/ნინოწმინდა)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, შაბათი - 13:00 საათამდე);
** ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

ძირითადი პასუხისმგებლობა: რეგიონის მასშტაბით სალაროს კვანძში არსებული მოლარეების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში (ერთი ან რამდენიმე დღით/თვით).

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 31 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru